კესიე და ლივერპულიო

05:50 / 14 სექ 2021
კესიე და ლივერპულიო
მაზინიო
ტიაგო ალკანტარა

ლივერპულის ვარსკვლავი ტიაგო ალკანტარა შეიძლება „ენფილდ როუდიდან“ წავიდეს. 30 წლის ბრაზილიური წარმოშობის ესპანელმა იურგენ კლოპის გუნდსა და ტაქტიკას ფეხი ვერ აუწყო და მერსისადიზე თამაშის პერიოდში მეტწილად სათადარიგოთა სკამზე ზის.

იტალიური წყაროების თანახმად ალკანტარა, რომელიც 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონის მაზინიოს ვაჟია, იანვარში შეიძლება მილანმა აიყვანოს, ხოლო მის სანაცვლოდ ლივერპულს კოტ დ’ივუარელი ფრანკ კესიე მისცეს.

Most suitable destinations for Franck Kessie - ranked

კესიე 24 წლის ნახევარმცველია. მას 2022 წლის ზაფხულში როსონერისთან კონტრაქტის ვადა ეწურება.

თუ ლივერპულმა არ იჩქარა და სპილოს ძვლის ნაპირელი ნაახალწლევს არ შეიძინა, ზაფხულში ის შეიძლება პარი სენ ჟერმენმა წაიყვანოს, რადგან კესიე უკვე თავისუფალი აგენტი იქნება, პარიზელები კი მას მსუყე ხელფასს შესთავაზებენ.