კვარაცხელიას მამა: რატომ ავირჩიეთ ნაპოლი?

კვარაცხელიას მამა: რატომ ავირჩიეთ ნაპოლი?

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერი უკვე წარმატებულია – წარმოიდგინეთ, 10 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელის ფასი, ნახევარ სეზონში, ტრანსფერმარკეტზე, 60 მილიონი ევრო გახდა.

რატომ აირჩია ხვიჩამ ნაპოლი? ამაზე, Il Mattino-თან ინტერვიუში, ფეხბურთელის მამამ – ბადრი კვარაცხელიამ ისაუბრა…

“რატომ ავირჩიეთ ნაპოლი? საქართველოში ყველას უყვარდა და უყვარს მარადონა. იმაზე ფიქრიც კი, რომ ჩემი შვილი იმ ფორმას ჩაიცვამდა და იმ სტადიონზე ითამაშებდა, როგორც ის – უბრალოდ, ახდენილი ოცნებაა,” – თქვა ბადრი კვარაცხელიამ.