კვარაცხელია – პირველი ფეხბურთელი ნაპოლის ისტორიაში, რომელმაც…

00:01 / 24 აგვ 2022
კვარაცხელია – პირველი ფეხბურთელი ნაპოლის ისტორიაში, რომელმაც…

კვარა ნაპოლიში ბრწყინავს – ქართველი თავდამსხმელი ამხანაგურ შეხვედრებშიც შთამბეჭდავი იყო და Seria A-ს ოფიციალურ მატჩებშიც ისე ითამაშა, რომ უკვე მთელი იტალია, და არა მარტო იტალია აალაპარაკა.

ხვიჩას იტალიის ჩემპიონატის პირველ ორ თამაშში შესანიშნავი მონაგარი აქვს 3 გოლი და 1 ასისტი – ქართველი ბომბარდირთა დავას ლიდერობს. თუმცა, ეს ყველაფერი არაა, ამ შედეგით, კვარა გახდა პირველი ფეხბურთელი ნაპოლის ისტორიაში, რომელმაც საწყისს ორ შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა. ამის შესახებ თავად Seria A-ს ოფიციალური გვერდი წერს: “წარმოგიდგენთ ხვიჩა კვარაცხელიას, ნაპოლის პირველ ფეხბურთელს, რომელმაც საწყის 2 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.”