კვარაცხელია პრემიერლიგაში? თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გავა…

პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემამ The Sun-მა ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ცნობა გაავრცელა. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ნიუკასლი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, კაჭკაჭები ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას შეეცდებიან. სათქმელია, რომ ნიუკასლი პრემიერლიგაში 47 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიგის ზონას 1 ქულით ჩამორჩება.
სტატიაში ისიც წერია, რომ ნაპოლი ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს და კვარაცხელიას 140 მილიონ ფუნტად აფასებს. ნიუკასლის ხვიჩასადმი ინტერესი არ გვიკვირს, რადგან ჩვენებური ბრწყინვალე ფორმაშია. ხვიჩამ მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ნაპოლი ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა, სპალეტის გუნდი მილანს დაუპირისპირდება. ნეაპოლელები სერია ა-ში 68 ქულით ცხრილის სათავეში არიან და მეორე ადგილოსან ინტერს 18 ქულით უსწრებენ.