კვარაცხელია – ტორინოსთან ალბათ მარჯვნივ…

კვარაცხელია – ტორინოსთან ალბათ მარჯვნივ…

1 ოქტომბერს ნაპოლი-ტორინოა. ნეაპოლური საიტები წერენ, რომ დიდი შანსია, ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას პოზიცია შეუცვალოს დამარჯვნივ დააყენოს. მიზეზი? პოლიტანოს ტრავმა აქვს და ლოსანოს თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის. კვარას ბევრჯერ უთამაშია მარჯვნივ, მაგრამ უმეტესად ნაკრებში და რუბინში.

სპალეტის მარცხნიდან აქვს სხვა არჩევანი: ელმასი.  ასე რომ, ყველაზე სავარაუდო ასეთი წყობა უნდა იყოს ძირითადიდან: კვარა მარჯვნივ, ელმასი მარცხნივ, უკანდაწეული ფორვარდი რასპადორი და წინ სიმეონე.

ნაპოლი პირველ ადგილზეა, ტორინომ კი კარგად დაწყებული სეზონის მერე ზედიზედ ორჯერ წააგო და მეცხრე საფეხურზეა.

და კიდევ, ნაპოლის კაპიტანმა დი ლორენცომ მოკლედ ისაუბრა კვარაცხელიაზე:

„ამტკიცებს, რომ დიდებული ფეხბურთელია და ვარჯიშებზეც კი დიდი პრობლემაა მის წინააღმდეგ თამაში. კვარამ იცის, რომ რთული დრო დაუდგება და ამისთვისაც ემზადება. სირთულე ყველას ელის, მასაც, რასპადორისაც, სიმეონესაც… ეს ფეხბურთში ჩვეულებრივი მომენტია. თუმცა მათ ადაპტაციის მთავარი პერიოდი მშვენივრად გაიარეს“.