კვეკვესკირი ლეხში პოლონეთის ჩემპიონი გახდა

22:01 / 14 მაი 2022
კვეკვესკირი ლეხში პოლონეთის ჩემპიონი გახდა

ნიკა კვეკვესკირმა ლეხ პოზნანთან ერთად პოლონეთის ჩემპიონატი მოიგო. ექსტრაკლასას 33-ე ტურში, კვეკვესკირის გუნდი ვარტა პოზნანს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა, ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე უახლოეს მდევარ რაკუვს 5 ქულით გაუსწრო და ოფიციალურად გახდა პოლონეთის ჩემპიონი. კვეკვესკირი მატჩში 84-ე წუთზე ჩაერთო.

ლეხმა პოლონეთის პირველობა მერვედ მოიგო. გუნდი ჩემპიონი ბოლოს 2014-15 წლების სეზონში გახდა. ლეხს პოლონეთის თასის მოგებაც შეეძლო, სადაც ფინალში ზემოხსენებულ რაკუვთან დამარცხდა, სადაც  ვაკო გვილია და ლუკა გაგნიძე თამაშობენ.

რაც შეეხება კვეკვესკირის და ლეხის ურთიერთობას. ქართველი ნახევარმცველი პოლონურ გუნდში 2021 წლის დასაწყისში გადავიდა და მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ექსტრაკლასას მიმდინარე გათამაშებაში ნიკამ 28 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.