კიდევ ერთი ქართველი საფრანგეთის ჩემპიონატის სიმბოლურში

19:08 / 13 სექ 2021
კიდევ ერთი ქართველი საფრანგეთის ჩემპიონატის სიმბოლურში

ზედიზედ მეორე ტურია საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ქართველი მორაგბეები საუკეთესოთა შორის ხვდებიან. პირველ ტურში სიმბოლურში თორნიკე ჯალაღონია და ბექა გიგაშვილი მოხვდნენ.

ამჯერად კი, მიდი ოლიმპიკის მიერ დასახელებულ საუკეთესოთა შორის ადგილი ბორდოს შერკინების ბურჯმა ლექსო ყაულაშვილმა დაიკავა. მართალია მან სტად ფრანსესთან მატჩში, რომელიც ბორდოელებმა 37:10 მოიგეს, მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა თავის საუკეთსოდ წარმოსაჩენად.

ბორდომ კი, პირველი გამარჯვება მოიპოვა და ჯერჯერობით ცხრილის შუაწელში იკავებს ადგილს.