კონორი და რეპერი MGK ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ [VIDEO]

10:43 / 13 სექ 2021
კონორი და რეპერი MGK ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ [VIDEO]

გუშინ ღამით, ბრუკლინში, MTV-ს დაჯილდოებაზე ერთმანეთს კონორ მაკგრეგორი და ამერიკელი რეპერი, Machine Gun Kelly იგივე კოლსონ ბეიკერი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, მეტიც კონორმა კოლსონს სასმელიც კი შეასხა. რეპერი დაჯილდოვებაზე მის შეყვარებულთან, ცნობილ მსახიობ მეგან ფოქსთან ერთად იყო.

ერთ-ერთი ვერსიით, კონორის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ რეპერმა მასთან ერთად ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა. ამ ფაქტზე ჯერ-ჯერობით კომენტარი არცერთ მხარეს არ გაუკეთებია.