კონორ მაკგრეგორი შთამბეჭდავ ფორმაშია [VIDEO]

13:54 / 26 სექ 2022
კონორ მაკგრეგორი შთამბეჭდავ ფორმაშია [VIDEO]

უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც MMA-ს გულშემატკივრებმა კონორ მაკგრეგორი ბოლოს UFC-ს ოქტაგონზე ვიხილეთ. ირლანდიელის ბოლო ბრძოლა, ისე როგორც წინა, დასტინ პორიესთან განცდილი მარცხით დასრულდა. თუმცა, ბოლო ორმაგად მძიმე იმით იყო მაკგრეგორისთვის, რომ მან ფეხის სერიოზული მოტეხილობა მიიღო.

რეაბილიტაციას თვეები დასჭირდა, მაკგრეგორი ჯერ ფიტნეს დარბაზს დაუბრუნდა, შემდეგ კრივზე ვარჯიში განაახლა, ორიოდე თვის წინ ლაპებზე ფეხების ვარჯიშიც დაიწყო, ხოლო დღეს გამოქვეყნებულ ვიდეოში ვხედავთ, რომ კონორი უკვე სრული დატვირთვით სპარინგობს, თანაც ბრწყინვალე ფორმაშია – ჰაერში ტრიალით ფეხის დარტყმა, მფრინავი მუხლი, საფირმო მარცხენა – გამოქვეყნებულ ვიდეოში კონორის არსენალი მრავალფეროვანია. კონორი ირლანდიაში, მშობლიურ დარბაზ Straight Blast Gym-ში ვარჯიშობს, უცვლელი მთავარი მწვრთნელის, ჯონ კავანას მეთვალყურეობის ქვეშ.