კონორ მაკგრეგორი ჰოლივუდში – ირლანდიელს ახალ ფილმში გადაიღებენ

22:23 / 3 აგვ 2022
კონორ მაკგრეგორი ჰოლივუდში – ირლანდიელს ახალ ფილმში გადაიღებენ

UFC-ს მთავარი სუპერვარსკვლავი, კონორ მაკგრეგორი, მალე მსახიობის ამპლუაში მოგვევლინება. ირლანდიელი 80-იანების ცნობილი ფილმის, “გზის სახლში” ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. ამავე ფილმში ითამაშებს ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ჯეიკ ჯილენჰოლიც.

მართალია, კონორ მაკგრეგორი წლების მანძილზე არაერთ სარეკლამო ვიდეორგოლში გადაუღიათ, თუმცა, ეს პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ნამუშევარი იქნება, სადაც მაკგრეგორი მსახიობად მოგვევლინება.

რაც შეეხება კონორის სპორტულ კარიერას, მას გასული წლის ივლისის შემდეგ არ უბრძოლია – ბოლოს იგი დასტინ პორიეს დაუპირისპირდა, სადაც უმძიმესი ტრავმა მიიღო და მთელი ამ დროის მანძილზე რეაბილიტაციის პროცესს გადიოდა. ბოლო დროს იყო საუბრები მისი და ფლოიდ მეივეზერის რემატჩის შესახებაც, თუმცა ოფიციალური განცხადება არა სპორტული კარიერის კუთხით, არამედ მის სამსახიობო კარიერასთან დაკავშირებით გავრცელდა.