კრისტიან ვუდი “დალასში” გადავიდა

კრისტიან ვუდი “დალასში” გადავიდა

“ჰიუსტონი” და “დალასი” შეთანხმდნენ მოთამაშეთა გაცვლაზე, რის შედეგადაც კრისტაინ ვუდი “მავერიქსის” რიგებში “აღმოჩნდა, “როკეტსმა” კი თავისმხრივ მიიღო 2022 წლის დრაფტის 26-ე არჩევანი, ცენტრები – ბობან მარიანოვიჩი და მარკიზ კრისი, ასევე უკანახაზელი ტრეი ბერკი.

ტექსასური გუნდი საკმაოდ დიდ ხნის განმავლობაში ეძებდა გზებს რათა გაეცვალა კრისტიან ვუდი, რათა სათამაშო დრო გამოენთავისუფლებინა გუნდის ახალგაზრდა თურქი ცენტისთვის – ალპერენ შენგუნისთვის. ამასთან ერთად მოსალოდნელია, რომ მოახლოვებულ დრაფტზე, მესამე ნომრად “ჰიუსტონი” მაღალ მოთამაშეს აირჩევს – პაოლო ბანკეროს ან ჩეტა ჰოლმგრენს.

null

2021-22 წლების NBA-რეგულარულ სეზონში კრისტინა ვუდი პარკეტზე საშუალოდ 30,8 წუთს ატარებდა და ამ დროის განმავლობაში 17.9 ქულას და 10.1 მოხსნას ასრულებდა. ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე ვუდი 39%-იანი სიზუსტით უტევდა მეტოქის კალათს.

“დალასის” საკალათბურთო სისტემაში კრისტიანი გახდება კიდევ ერთი “ბიგმენი”, რომელსაც ძალიან კარგად გამოსდის “5-აუტის” თამაში.