კურტუას ფინალი ტრავმით უთამაშია?!..

კურტუას ფინალი ტრავმით უთამაშია?!..

წარმოიდგინეთ, ტიბო კურტუას რეალი-ლივერპულის ფინალი ტრავმით უთამაშია. უკვე რამდენიმე კვირაა, საზარდული აწუხებს და დიდი ალბათობით, ახლა სანაკრებო მატჩებსაც გამოტოვებს…

ეს ინფორმაცია ბელგიის ნაკრების მეკარეების მწვრთნელმა ერვინ ლემენსმა დაადასტურა:

„კურტუა მკურნალობას საჭიროებს. ეს იმიტომ, რომ მომდევნო სეზონისთვის მზად იყოს და ასევე, ავირიდოთ რავმა მსოფლიო ჩემპიონატამდე. დასვენება აუცილებელია და გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ერთა ლიგაზე ტიბო ვერ ითამაშებს“ (Marca)

გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფინალამდე რეალში სერიოზულად შიშობდნენ ტიბოს ტრავმის გამო.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში კურტუამ 9 ბურთი მოიგერია. საუკეთესოდ დაასახელეს.

ტრავმირებული რომ ასეთ მატჩს ჩაატარებს, რა ვიცით, რაღა დავწეროთ.