კურტუა – იგნორი ბევრი ლაპარაკისთვის?..

კურტუა – იგნორი ბევრი ლაპარაკისთვის?..

რეალის მეკარე ტიბო კურტუამ კომენტარი გააკეთა, თუ რატომ ვერ მოხვდა ფიფას The Best-ის ნომინაციაში.

„სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია. სავარაუდოდ, წინა თვეში ჩემი გამონათქვამები გახდა მიზეზი. ერთში დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს გუნდს უნდა დავეხმარო. არ მინდა ამ თემის გაშლა და არც ვიცი, ვინ იღებს  გადაწყვეტილებებს, ანუ ვინ არჩევს კანდიდატებს. სიაში კარგი მეკარეები არიან და საუკეთესო მოიგებს“ (Marca)

კურტუამ ოქტომბერში თქვა, რომ ფიფასა და უეფას ჩინოსნები მხოლოდ ჯიბეზე ფიქრობენ, გადატვირთული კალენდარი და ფეხბურთელების ტრავმიანობა კი არ აინტერესებთ.

ფიფამ 5 ნომინანტი მეკარე დაასახელა: ჯანლუიჯი დონარუმა, ალისონი, მანუელ ნოიერი, კასპერ შმაიხელი და ედუარდ მენდი.