ლაპორტ-ალტრადის პროცესი: პროკურორმა სამწლიანი პატიმრობა მოითხოვა

21:46 / 20 სექ 2022
ლაპორტ-ალტრადის პროცესი: პროკურორმა სამწლიანი პატიმრობა მოითხოვა

საფრანგეთში რაგბის ისტორიაში ყველაზე სკანდალური სასამართლო პროცესი მიმდინარეობა. განსასჯელთა სკამზე ხუთი სარაგბო ფუქციონერია. მათ შორისაა, საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიო რაგბის ვიცე პრეზიდენტი ბერნარ ლაპორტი და სარაგბო კლუბ მონპელიეს პრეზიდენტი, მილიარდერი მოედ ალტრადი.

ორივე მათგანს ბრალი კორუფციაში, თანამდებობისა და გავლენების სფეროს ბოროტად გამოყენებაში ედებათ. პროკურორმა საბრალდებო სიტყვა წარმოთქვა და ორივესთვის სამწლიანი პატიმრობა მოითხოვა. აქედან ორი წელიწადი პირობითი იქნება, ამასთან ერთად სასჯელის მოხდის შემდეგ უნდა აეკრძალოთ ორი წლით რაგბიში მოღვაწეობა. ლაპორტმა პროკურორის მოთხოვნით ჯარიმა 50 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს. ალტარდმა კი, 200 ათასი.

ახლა, ჯერი მოსამართლეზეა, რომელიც პროკურორის მოთხოვნას ან გაიზიარებს ან არა.

ბრალდებულების ადვოკატის ჟან-პიერ ვერსინის თქმით, მის კლიენტებს პიროვნულად ერჩიან.

“ბერნარ ლაპორტი 30 წელიწადია ფრანგულ რაგბიში გამარჯვების სიმბოლოა, მოედ ალტრადი კი, ძალზედ წარმატებული ბიზნესმენია. აი, სულ ესაა მათი დანაშაული” – თქვა მან