ლებრონ ჯეიმსმა მსაჯს ინდიანას ფანები გააძევებინა [VIDEO]

11:39 / 25 ნოე 2021
ლებრონ ჯეიმსმა მსაჯს ინდიანას ფანები გააძევებინა [VIDEO]

დღეს გამთენიოს, ინდიანა პეისერსმა ლოს ანჯელეს ლეიკერსს უმასპინძლა. აღნიშნული დაპირისპირება სტუმრების გამარჯვებით, 124-ით 116 დასრულა. მატჩში გამორჩეული ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც მიმდინარე სეზონის უმაღლესი, 39 ქულა მოუტანა გუნდს. გარდა შესანიშნავი თამაშისა, ლებრონმა ყურადღება კიდევ ერთი ინციდენტის გამო მიიქცია.

ოთხი მეოთხედის შემდეგ მატჩი ოვერტაიმში გადავიდა. ოვერტაიმის მიწურულს, ლებრონმა მსაჯს უხმო, წინა რიგებში მსხდომ ინდიანას 2 გულშემატკივართან მიიყვანა და უთხრა, ისინი მოედნიდან გაეძევებინა. ახალგაზრდა წყვილსაც ადგილი მაშინვე დაატოვებინეს.

თამაშის შემდეგ, ლებრონს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სიტყვებმა გამოიწვია მისი გაღიზიანება, თუმცა თქვა რომ გაძევებული ფანების სიტყვებმა ყოველგვარი ზღვარი და ნორმა გადაკვეთეს.