ლევან საგინაშვილი დევონ ლარატს საწოლის გასწორებაში შეეჯიბრა [VIDEO]

23:55 / 23 ივნ 2022
ლევან საგინაშვილი დევონ ლარატს საწოლის გასწორებაში შეეჯიბრა [VIDEO]

მკლავჭიდის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ჯახი ახლოვდება. 25 ივნისს, დუბაიში, King Of The Table 4-ის ფარგლებში, ერთმანეთს ლევან საგინაშვილი და დევონ ლარატი დაუპირისპირდებიან.

მკლავჭიდელები უკვე არაბეთის დედაქალაქში იმყოფებიან. ქართველ ჰალკსა და კანადელ ლეგენდას შეხვედრის დღესვე საინტერესო შეჯიბრება დაახვედრეს – ლევანი და დევონი ერთმანეთს არც მეტი, არც ნაკლები, საწოლის გასწორებაში შეეჯიბრნენ. უცნაურ ამპლუაში მყოფნა ლევანმა, მართალია, მეტოქეს მოასწრო საწოლის დაგება, თუმცა, ლარატმა ეს უფრო ხარისხიანად გააკეთა, შესაბამისად გამარჯვებაც მას დარჩა. საწოლის გასწორებაში კანადელმა იმარჯვა, თუმცა მათ შორის მთავარი გამარჯვებული ორიოდე დღეში გამოვლინდება.