ლევან საგინაშვილს NETFLIX-ის ფილმში გადაიღებენ

16:43 / 10 სექ 2021
ლევან საგინაშვილს NETFLIX-ის ფილმში გადაიღებენ

მტკივნეულ შოუში სტუმრობისას, ლევან საგინაშვილმა ექსკლუზიური ინფორმაცია გაგვიმხილა – მას Netflix-ის ფილმში, Extraction 2-ში გადაიღებენ. პირველი ნაწილი 2020 წელს გამოვიდა, ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკლავი, კრის ჰემსვორტი თამაშობს.

“გადაღებებზე თვის ბოლოს, ავსტრალიაში უნდა წავსულიყავი, თუმცა “დელტა შტამის” გავრცელების გამო გადაღებები პრაღაში გადაინაცვლებს და ამის გამო დროში იწელება”

ლევანმა ასევე მის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და გვითხრა, რომ სამომავლოდ აქტიურად სურს კინო ინდუსტრიაში ადგილის დამკვიდრება. ლევანმა უკვე სადებიუტო როლი ითამაშა ბრიტანულ-არაბულ ფილმში.