ლევან ჩილაჩავას კასტრი ფინალშია

15:49 / 18 ივნ 2022
ლევან ჩილაჩავას კასტრი ფინალშია

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში ნახევარფინალების დრო დადგა. უკვე გაიმართა ერთი შეხვედრა, სადაც ქართველი ბურჯის ლევან ჩილაჩავას კასტრმა გათამაშების უდავო ფავორიტს, ტულუზს 24:18 მოუგო და ფინალში გავიდა. ჩილაჩავა თადარიგში იყო და თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო.

საფრანგეთის ჩემპიონის ტუტულს რომელიმე ქართველი მორაგბე აუცილებლად მოიპოვებს, რადგან მეორე ნახევარფინალურ წყვილში ორივე გუნდი ქართველი მორაგბეებისაა. აქ მიხეილ ნარიაშვილისა და გელა აფრასიძის მონპელიე ლექსო ყაულაშვილისა და ლაშა ტაბიძის ბორდოს ეთამაშება.

ქართველი მორაგბეებიდან ამ ნახევარფინალურ მატჩში მხოლოდ აფრასიძე ითამაშებს. ის მონპელიეს სათადარიგოთა შორისაა. მატჩი დღეს, 18 ივნისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.