ლევან ჩილაჩავა ჩემპიონთა თასის ტურის სიმბოლურში

18:49 / 24 იან 2023
ლევან ჩილაჩავა ჩემპიონთა თასის ტურის სიმბოლურში

გასულ უქმეებზე ევროთასების გათამაშების ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ჩემპიონთა თასის პლეი ოფში ქართველ მორაგბეთა სამი გუნდი, გელა აფრასიძის მონპელიე, ალექსანდრე ქუნთელიას ლა როშელი და გიორგი კვესელაძის გლოსტერი გავიდა. ლა როშელი სწორედ გლოსტერს უმასპინძლებს.

პლეი ოფში ვერ მოხვდა ლევან ჩილაჩვას კასტრი, რომელმაც ბოლო ტურში სტუმრად წააგო ინგლისურ ექსეტერთან – 3:40. მიუხედავად იმისა, რომ ჩილაჩავამ მხოლოდ ერთი, პირველი ტაიმი ითამაშა, ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

ჩემპიონთა თასისგან განხვავებით ქართველ მორაგბეთა გუნდები პლეი ოფში მრავლად არიან. ბექა გიგაშვილის ტულონი შინ მიიღებს სამხრეთაფრიკულ ჩიტაზს. დავით ქუბრიაშვილისა და გიორგი ძმანაშვილის კლერმონი სტუმრად ეთამაშება ინგლისურ ბრისტოლს.

გიორგი მელიქიძის, გიორგი ცუცქირიძის, სერგო აბრამიშვილისა და ვასილ კაკოვინის სტად ფრანსე შინ დაუპირისპირდება დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის ლიონს. გურამ გოგიჩაშვილისა და გიორგი ხარაიშვილის რასინგი კი, სამხრეთ აფრიკაში ესტუმრება ლაიონზს. ვასილ ლობჟანიძის, ვანო კარკაძისა და ლუკა ჯაფარიძის ბრივის მეტოქე კი, სტუმრად უელსური ჰლანეჰლი იქნება.