ლეიკერსი გამთამაშებელს ეძებს, პოლი თუ ვესტბრუკი?

ლეიკერსი გამთამაშებელს ეძებს, პოლი თუ ვესტბრუკი?
კრის პოლი
ლებრონ ჯეიმსი
ლოს ანჯელეს ლეიკერსი
კობი ბრაიანტი
დენის შროდერი
რასელ ვესტბრუკი

ლებრონ ჯეიმსი და მისი „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ ნბა-ს ახალი სეზონისთვის გამოცდილ გამთამაშებელს ეძებს – ინფორმაციას ავრცელებს ინსაიდერი მარკე ჯეი სპირსი. ერთ ერთი მთავარი კანდიდატი – „ფინიქსის“ 36 წლის პლეიმეიკერი კრის პოლია.

null

2011 წლის 8 დეკემბერს, ლოს ანჯელესური გრანდი ძალიან ახლოს იყო კრის პოლის ტრანსფერთნ, თუმცა ნბა-ს კომისარმა დევიდ სტერნმა პირდად დაბლოკა ეს ტრეიდი და ხელი შეუშალა ბრაიანტი-პოლის ტანდემის შექმნას.

თუ ლოს ანჯელესური საკალთბურთო გრანდი ვერ მოახერხებს პოლთან შეთანხმებას, მეორე ვარიანტად უკვე რასელ ვესტბრუკის ტრასფერი განიხილება „ვაშინგტონ ვიზარდსიდან“.

null

შეგახსენებთ, რომ „სანზმა“ ნბა-ს სუპერ ფინალში 2:4 წააგო „მილუოკისთან“ და კრისის მომავალი გუნდში ჯერჯერობით ბუნდოვანია.
CP3-მა შესაძლოა უარი თქვას კონტრაქტში არსებულ ბოლო წელზე და შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდეს, რაც მის ტრანსფერს ბევრად გაადვილებს „ლეიკერსში“.

null

ლოს ანჯელესური კლუბი დენის შროდერის შემცვლელს ეძებს, რადგან 27 წლის გერმანელმა გამთამაშებელმა ვერ გაამართლა მასზე გაცემული ავანსები, გასულ სეზონში მისი სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა : 15.4 ქულა, 3.5 მოხსნა და 5.8 შედეგიანი გადაცემა საშუალოდ მატჩში.
„ლეიკერსი” კი პლეიოფის პირველი რაუნდში გამოეთიშა პლეიოფს, წააგო რა “ფინიქსთნ“ 2:4.