ლეიკერსმა ვესტბრუკის გაცვლა გადაიფიქრა

ლეიკერსმა ვესტბრუკის გაცვლა გადაიფიქრა

NBA-ს 2022/23 წლების რეგულარული სეზონის დაწყების წინ ლოს ანჯელეს ლეიკერსი ჩემპიონობის ერთერთ პრეტენდენტად მიიჩნეოდა, თუმცა დარვინ ჰემის გაწვრთნილ გუნდს საშინელი სტარტი გამოუვიდა.

კალიფორნიულმა გუნდმა საწყისი 12 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო და დასავლეთ კონფერენციის ცხრილის ფსკერზე დაილექა.

null

გუნდში განსახორციელებელ აუცილებელ ცვლილებებზე დაიწყო საუბარი და ყველაზე აქტიურად რასელ ვესტბრუკის ტრეიდი განიხილებოდა. რასის გადაყვანით “ინდიანა” გახლდათ დაინტერესებული, რომელიც სანაცვლოდ მაილზ ტერნერს და ბადი ჰილდს “იძლეოდა”.

პეისერზმა ბოლო მომენტში პირველი რაუნდის პიკების დამატებაც მოითხოვა, რაზეც ლეიკერსმა უარი თქვა და მოლაპარაკებებიც დროებით გაიყინა.

null

შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე სამწვრთნელო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება ვესტბრუკი მეორე ხუთეულში გადაეყვანა და ამ ცვლილებამ აბსოლიტურად გაამართლა.

ლეიკერსმა ერთმანეთის მიყოლებით მოიგო სამი შეხვედრა და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გამოასწორა

ლეიკერსი – ბრუკლინი 116-103

ლეიკერსი – დეტროიტი 128-121

ლეიკერსი – სან ანტონიო 123-92

null

რასელ ვესტბრუკი არამხოლოდ მეორე ხუთეულის, არამედ მთლიანად გუნდის ერთერთ ლიდერად იქცა. უკანასკნელი 3 მატჩის განმავლობაში კალიფორნიული კლუბის გამთამაშებელი 16,8 ქულას, 8,6 პასს და 5,0 მოხსნას ასრულებს საშუალოდ მატჩში. რასი 43,6% სიზუსტით ესვრის თამაშიდან და 39,6% -ით პერიმეტრიდან.

უკანასკნელი 4 მატჩის განმავლობაში ვესტბრუკმა 45 შედეგიანი გადაცემა მიაწოდა თავის თანაგუნდელებს.

ლეიკერსმა რასელ ვესტბრუკის გაცვლა გადაიფიქრა.