ლიანა ჯოჯუამ Ares FC-ში სადებიუტო ბრძოლა დათმო

14:38 / 21 მაი 2022
ლიანა ჯოჯუამ Ares FC-ში სადებიუტო ბრძოლა დათმო

27 წლის ქართველმა მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ, UFC-ს დატოვების შემდეგ პირველი ბრძოლა გამართა. ლიკამ ფრანგულ ორგანიზაცია, Ares FC-ში იასპარეზა, იგი რუს დარია ჟელეზნიაკოვას დაუპირისპირდა და 3 რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

სამწუხაროდ, ქართველი მებრძოლისთვის ეს ზედიზედ მე-3 მარცხი იყო. რაც შეეხება მის მეტოქეს, ჟელეზნიაკოვამ ამ ბრძოლაში ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვა.