ლივერპული დაწვას გადაურჩა

16:47 / 23 მაი 2022
ლივერპული დაწვას გადაურჩა

ვულვერჰემპტონთან პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩის წინ, რომელშიც ინგლისის ჩემპიონის ვინაობა ირკვეოდა, ლივერპულის ავტობუსს ენფილდის შესასვლელთან ათასობით ქომაგი შეეგება, დიდ ყიჟინას მაშხალების შოუც დაერთო. ყველაფერი წითელ ბურუსში გაეხვა, ვერავინ შეამჩნია, რომ ერთი მაშხალა ავტობუსის სახურავზე დაეცა და ლუქს ცეცხლი გაუჩნდა. ამ ფაქტის ფოტო შემდეგ ერთმა გულშემატკივარმა გაავრცელა სოციალურ ქსელში.

ცეცხლმა მცირე ნახვრეტიც გააჩინა სახურავზე. საბედნიეროდ, მწვრთნელ-ფეხბურთელებიდან არავინ დაშავებულა.

ლივერპულმა 3:1 მოიგო, მაგრამ გაიმარჯვა კონკურენტმა მანჩესტერ სიტიმაც (ასტონ ვილასთან – 3:2) და ჩემპიონებიც ქალაქელები გახდნენ.

The fire caused significant damage to the roof of Liverpool's team bus