ლუის ენრიკე VS პრესა: ეს ფოტო ნახეთ…

ლუის ენრიკე VS პრესა: ეს ფოტო ნახეთ…

ლუის ენრიკეს ესპანური პრესა უტევს, მაგრამ თვითონაც მაგარი შემტევი იყო და გამოადგა. თან, ლუჩოს დიდი კოზირი უჭირავს – შედეგი, მშვენიერი შედეგი…

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს აკრიტიკებენ, არაოპტიმალურ შემადგენლობას აყენებო. დავიდ დე ხეაზე უარი, ჟორდი ალბას, მარკოს ასენსიოსა და მარკოს ლიორენტეს სკამზე დასმა. და მიუხედავად ამისა, ესპანეთმა ერთა ლიგის ჯგუფი მოიგო. ბოლო ტურში ლუის ენრიკეს გუნდმა სტუმრად პორტუგალიას 1:0 აჯობა ალვარო მორატას გოლით.

მწვავე კრიტიკას ლუჩომ ასეთი ტექსტითა და ფოტოთი უპასუხა:

„ეს ფოტო იმისთვის, რათა სიტუაცია ნათლად გამოჩნდეს“.

ლუის ენრიკეს ხელში ესპანეთმა 2020 წელს ერთა ლიგის ფინალში ითამაშა, შარშან ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა და იტალია ძლივს გადაურჩა, მსოფლიოს შესარჩევში ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და წლეულს ევროპის ერთა ლიგის ფინალში გავიდა… და ახლა ამ ერთა ლიგაშიც საუკეთესო ოთხეულშია.

გარდა ამისა, ადრე გასახდელიდან ვიდეოც აჩვენეს, სადაც ლუჩო ფეხბურთელებს ასეთი კონტექსტით ესაუბრება:

“ხომ ხედავთ, ჩვენს წაგებას უცდიან. ჩვენი არავის არ სჯერა ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდა. აჩვენეთ მათ, რომ ცდებიან”.