ლუკა მოდრიჩი: პირველ გოლამდე მკვდრებივით ვიყავით

12:24 / 13 აპრ 2022
ლუკა მოდრიჩი: პირველ გოლამდე მკვდრებივით ვიყავით

ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4 ფინალში რეალმა ჩელსისთან 2:3 წააგო, თუმცა პირველი მატჩი 3:1 ჰქონდა მოგებული და შემდეგ ეტაპზე გავიდა. შეხვედრის შემდეგ კომენტარი მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ლუკა მოდრიჩმა გააკეთა.

“სიტყვები არ მყოფნის ამ თამაშის აღსაწერად. სანამ გოლი არ გავიტანეთ, მკვდრებივით ვიყავით. ჩელსიმ თავისი შანსები გამოიყენა და 3 გოლი გაიტანა. ჩვენ არ დავნებდით, საკუთარი თავის ვიწამეთ, გულშემატკივრები დაგვეხმარნენ და ბრძოლა გავაგრძელეთ. ფანების გვერდში დგომამ სტიმული მოგვცა. მტკიცე ხასიათი, სურვილი და ერთიანობა გამომავლინეთ, რამაც შედეგი მოიტანა.” – განაცხადა მოდრიჩმა, რომელმაც ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გააკეთა.

მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალშია, სადაც სიტი – ატლეტიკოს შორის მოგებულს შეხვდება. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა მანჩესტერში გაიმართა და 1:0 დასრულდა, განმეორებითი მატჩი კი დღეს შედგება.