ლუკა ყველგან და ყოველთვის

ლუკა ყველგან და ყოველთვის

ლუკა მოდრიჩი ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატიც და ევროპის ჩემპიონატიც სამ სხვადასხვა ათწლეულში აქვს ნათამაშევი…

2008 წლის ევროპიდან დაიწყო და აი, 2022-ის მუნდიალზეც თამაშობს. 2010-2020 წლებშიც მოუგროვდა მსოფლიო-ევროპები…

ამასთან, ლუკა პირველი ხორვატია, რომელსაც 4 მუნდიალზე აქვს მონაწილეობა მიღებული.

ეგაა, ხორვატიამ ვერ გაიბრწყინა მუნდიალის პირველ მატჩში და მაროკოსთან 0:0 დაასრულა. აი, მოდრიჩის კომენტარიც:

„მეტოქეს მეორე ტაიმში ვჯობდით, მაგრამ ასეთ თამაშებში გოლის გატანაა საჭირო. ეს ვერ მოვახერხეთ. იმედი მაქვს, მომდევნო მატჩებს უკეთ ჩავატარებთ“.

და კიდევ, ხორვატიაში პარლამენტის სხდომა ორი საათით შეწყდა… მიზეზი რა თქმა უნდა, ფეხბურთი იყო. ბევრი პარლამენტარი ხორვატიის ნაკრების მაისურითა და კაშნეებით იყო მისული.