ლუკა ჯაფარიძე სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს

22:33 / 21 სექ 2022
ლუკა ჯაფარიძე სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული ბრივის შერკინების ბურჯი ლუკა ჯაფარიძე  მძიმედ დაშავდა. მან მუხლის ჯვარდინი მყესი გაიწყვიტა და სამშაბათს ოპერაცია გაიკეთა. როგორც ბრივის ოფიციალური ვებ გვერდი ირწმუნება, მდგომარეობა იმდენად სერიოზულია, რომ ჯაფარიძე უკეთეს შემთხვევაში სეზონის ბოლოს შეძლებს თამაშს.