ლუჩიანო სპალეტი: იმისთვის რომ დიადი იყო, დიდ მოწინააღმდეგეებთან უნდა ითამაშო

15:43 / 4 ოქტ 2022
ლუჩიანო სპალეტი: იმისთვის რომ დიადი იყო, დიდ მოწინააღმდეგეებთან უნდა ითამაშო

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ნაპოლი აიაქსს ესტუმრება. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე იტალიელთა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ისაუბრა.

“აიაქსი ისეთივე ფეხბურთს თამაშობს, როგორსაც ჩვენ. ისინი ბურთს ფლობენ და ასევე აქვთ საინტერესო ვერტიკალური შეტევები. ჩვენი პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ამისთვის ძალა და ინტელექტი დაგვჭირდება. საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ და გავიგოთ თუ რა არის იმისთვის საჭირო, რომ მაქსიმუმი დავდოთ. 

ეს იქნება 2 დიდი ისტორიული გუნდის დაპირისპირება. იმისთვის რომ გახდე დიდებული, დიდი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ უნდა ითამაშო. აიაქსთან მატჩში ჩვენი ღირებულებების გარკვეულ დონეზე გაზომვა შეგვეძლება.” – ციტირებს სპალეტის სიტყვებს ნაპოლიც ოფიციალური საიტი.

ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში 6 ქულით პირველ ადგილზეა, აიაქსი კი 3 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს.