ლუჩიანო სპალეტი: კვარაცხელიამ საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა

15:27 / 29 აგვ 2022
ლუჩიანო სპალეტი: კვარაცხელიამ საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა

სერია ა-ს მესამე ტურში ნაპოლი, რომლის ღირსებასაც ხვიჩა კვარაცხელია იცავს, ფიორენტინას შეხვდა და მატჩი უგოლოდ დასრულდა. თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე ნაპოლის მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ისაუბრა, რომელმაც კომენტარი კვარაცხელიაზეც გააკეთა.

“კვარაცხელიამ საკუთარი პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოავლინა, მას მისი მაქსიმუმის ქვემოთ ითამაშა. ხვიჩა ჯიუტობდა, ხშირად ათრევდა ბურთს და ზოგჯერ ფიზიკურ ორთაბრძოლებსაც აგებდა. სხვა მხრივ მან ლოზანოზე შესანიშნავი პასი გააკეთა, როცა მექსიკელს გატანა მართებდა.” – წერია სპალეტის სიტყვები Casa Napoli-ზე.

კვარაცხელია ნაპოლიში ამ ზაფხულს გადავიდა. ჩვენებურმა სერია ა-ში 3 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება სპალეტის გუნდს, ნაპოლი სერია ა-ში 7 ქულით პირველ ადგილზეა და შემდეგ ტურში ლეჩეს შეხვდება.