მადრიდში გრიზმანის დაბრუნება არ ახარებთ

მადრიდში გრიზმანის დაბრუნება არ ახარებთ

როგორც ჩანს, გრიზმანის დაბრუნება მადრიდის დიდ ნაწილში არ ახარებთ – რეალის გულშემატკივრებს იმიტომ, რომ თანაქალაქელებს დიდი ძალა შეემატათ, ატლეტიკოს ქომაგებს კი მისი ბარსელონაში წასვლა არ დავიწყებიათ.

 

დაბრუნების შემდეგ, ვანდა მეტროპოლიტანოზე, გრიზმანი მოედანზე პირველად გამოჩნდა. ჩემპონთა ლიგის პირველ ტურში, ატლეტიკომ პორტოს უმაპსინძლა, ფრანგი კი თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო. იყო აპლოდისმენტებიც, თუმცა სტვენა უფრო ხმამაღლა ისმოდა.

 

გრიზმანმა ბევრი უნდა გაიტანოს, რათა ატლეტიკოს ქომაგის კეთილგანწყობა კვლავაც დაიმსახუროს…