“მაიამიმ” “ფილადელფიას” ბარიერი გადალახა

“მაიამიმ” “ფილადელფიას” ბარიერი გადალახა

“მაიამიმ” საპლეიოფო სერიის მეექვსე შეხვედრაში სტუმრად 99:90 დაამარცხა “ფილადელფია” და კონფერენციის ფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის სტარტზე დომინირებდა “76-ერსის” კამერუნელი ცენტრი ჯოელ ემბიდი, რომელიც 3 წამიანი ზონიდან აწიოკებდა მეტოქის კალათს. ერთ მომენტში ჯოელი ცუდად შეეჯახა თანაგუნდელ დენი გრინს და სამწუხაროდ უკანახაზელს სერიოზული ტრავმა მიაყენა.

null

“მაიამიმ” ნელ-ნელა გამოასწორა თამაშის ხარისხი და გუნდური ასპარეზობის ფონზე ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შემდეგ კი უკვე ლიდერობაც მოიპოვა. ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ჯიმი ბატლერი, რომელმაც 32 ქულა, 8 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა გაშანსა.

მეორე ტაიმში “ჰიტის” კალათბურთელები სამმაგ მეურვეობას უწესებდნენ ემბიდს, ამ ტაქტიკამ კი 100%-ით გაამართლა. ბამ ადებაიომ კამერუნელს ჯერ დააფარა, მეორე შეტევისას კი ხელიდან წაართვა ბურთი. ორივე კონტრშეტევაზე “მაიამიმ” მარტივად აიღო ქულები და შეხვედრაში ინტრიგა “დამარხა”.

უკმაყოფილო ფილადელფიელმა გულშემატკივარმა ნაადრევად დატოვა დარბაზი. მათმა საყვარელმა გუნდმა მეექვსე მატჩი 90:99 წააგო, საპლეიოფო სერია კი 2:4. კონფერენციის ფინალში “ჰიტი” ბოსტონ/მილუოკის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

უაღრესად დაიძაბა სიტუაცია დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში. მეექვსე მატჩში “დალასმა” 113:86 შეარცხვინა “ფინიქსი” და საპლეიოფო სერიაში ანგარიში გაათანაბრა 3:3. ტექსასურმა გუნდმა მეტოქეს ოთხივე მეოთხედი მოუგო (28:25, 32:20, 34:27, 19:14) და ერთი წამითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ საკუთარი გამარჯვება.

null

“მავერიქსის” რიგებში გაიბრწყინა ლუკა დონჩიჩმა, რომლის ანგარიშზეც 33 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასი იყო. “დალასის” უკანახაზელებმა ისევ წარმატებით “დაბომბეს” მეტოქის კალათი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანეს გუნდს (ბალოკი 19, ბრანსონი 18, დინვიდი 15).

“ფინიქსის” ლიდერ დევინ ბუკერს ამჯერად არ წაუვიდა სროლები (17-დან მხოლოდ 6 ჩააგდო), ისევ “ჩამქრალი” იყო კრის პოლი (13 ქულა+4 პასი).

სერიის გადამწყვეტი, მე-7 მატჩი “ფინიქსის” საშინაო არენაზე გაიმართება.