“მალე ხელფასი გაუორმაგდება” – ნაპოლი უკეთეს კონტრაქტზე ფიქრობს

21:33 / 25 აგვ 2022
“მალე ხელფასი გაუორმაგდება” – ნაპოლი უკეთეს კონტრაქტზე ფიქრობს

ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონი საოცრად დაიწყო. საწყის ორ ტურში მან 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასიც მიითვალა. ამჟამად ბომბარდირთა დავას ლიდერობს, ნაპოლი კი 6 ქულით ჩემპიონატს ლიდერობს.

ქართველისა შესანიშნავმა სტარტმა, როგორც ჩანს ნეაპოლელთან უფროსობა დააფიქრა და მისთვის ხელფასის გაზრდასაც აპირებენ. კვარაცხელიამ ნაპოლისთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, და მისი ხელფასი 1.2 მილიონი ევროა, რაც ნაპოლის ლიდერების ანაზღურებასთან ახლოსაც არაა.

იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულას განცხადებით, ნაპოლიში კვარაცხელიას ხელფასის გაორმაგებაზე საუბრები უკვე დაიწყო და შესაძლოა ეს რამდენიმე თვეში მოხდეს. მიზანი კი ნათელია, თუ კვარაცხელია ასე განაგრძობს, ის გაცილებით სარფიან შეთავაზებას მიიღებს, ნაპოლის კი მისი მალევე დაკარგვა არ სურს.