მამარდაშვილი ტოპ-ებში – ლა ლიგამ ქართველი მეკარის სეივები გამაორჩია (ვიდეო)

14:55 / 29 სექ 2022
მამარდაშვილი ტოპ-ებში – ლა ლიგამ ქართველი მეკარის სეივები გამაორჩია (ვიდეო)

ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა სექტემბრის თვის 5 საუკეთესო სეივი გამოაქვეყნა. სასიხარულოა, რომ ამ 5 სეივიდან 2 ვალენსიას ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს ეკუთვნის. გიორგის სელტასთან მოგერიებული ბურთი მე-3 ადგილზე გავიდა, პირველ ადგილზე კი რაიო ვალეკანოსთან აღებული ბურთია.

ვალენსია ლა ლიგაში 9 ქულითე მე-9 ადგილზეა. გატუზოს გუნდი უახლოეს მატჩს სტუმრად ესპანიოლთან გამართავს.