მამარდაშვილი VS ატლეტიკო – გიორგი მადრიდელებთან შეუდარებელი იყო (ვიდეო)

12:19 / 30 აგვ 2022
მამარდაშვილი VS ატლეტიკო – გიორგი მადრიდელებთან შეუდარებელი იყო (ვიდეო)

ლა ლიგის მე-3 ტურში ვალენსიამ ატლეტიკოს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. წაგების და გაშვებული გოლის მიუხედავად, უდაოდ გამორჩეული იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია. ისიც უნდა ითქვას, რომ გოლის ეპიზოდში რიკოშეტი იყო, რამაც ჩვენებურს საქმე გაურთულა.

მამარდაშვილმა ვალენსიაში ამ სეზონში მე-3 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაუშვა. ჯენარო გატუზოს გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში 3 ქულით მე-14 ადგილზეა და შემდეგ ტურში ხეტაფეს შეხვდება.