მამარდაშვილმა ელჩესთან ქულა აიღო – რა შეფასება მიიღო ჩვენებურმა (ვიდეო)

20:36 / 15 ოქტ 2022
მამარდაშვილმა ელჩესთან ქულა აიღო – რა შეფასება მიიღო ჩვენებურმა (ვიდეო)

ლა ლიგის მე-9 ტურში ვალენსიამ ელჩეს უმასპინძლა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ღამურების რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის ბოლომდე გაისარჯა გიორგი მამარდაშვილი. ჩვენებურმა Whoscored.com-ზე 5.9 ქულა მიიღო. მამარდაშვილმა დღეს ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.

დღევანდელ მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული (თუ გამორჩეული არა) იყო ედინსონ კავანი, რომელმაც მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა და დუბლი შეასრულა.

ვალენსია ლა ლიგაში 14 ქულით მე-7 ადგილზეა. შემდეგ ტურში გუნდი სევილიას შეხვდება.