მამარდაშვილმა კატალონიაში ფრე ითამაშა – რა შეფასება მიიღო ქართველმა მეკარემ

ლა ლიგის მე-7 ტურში ვალენსია, რომლის ღირსებასაც გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანიოლს ესტუმრა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ტრადიციისამებრ ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი მეკარე. 22 წლის კიპერმა Whoscored.com-ზე 6.7 შეფასება მიიღო.
ვალენსია ლა ლიგაში 10 ქულით მე-8 ადგილზეა და შემდეგ ტურში ოსასუნას შეხვდება.