მამარდაშვილმა მალიორკასთან წააგო – რა შეფასება მიიღო გიორგიმ?

22:28 / 22 ოქტ 2022
მამარდაშვილმა მალიორკასთან წააგო – რა შეფასება მიიღო გიორგიმ?

ლა ლიგის მორიგ ტურში, ვალენსიამ მალიორკას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ანგარიში ედინსონ კავანიმ პენალტით გახსნა, ასევე პენალტით გაათანაბრა მურიქმა, ლიმ კი გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

ამ თამაშში ტრადიციისამებრ ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი მამარდაშვილი, რომლის ანგარიშზეც 3 სეივია. ქართველმა ფეხბურთელმა Whoscored.com-ზე 5.9 შეფასება მიიღო.