მამუკალშვილმა კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა

NBA-ს რეგულარული გათამაშება ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. “სან-ანტონიომ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “მემფისს” და ოვერტაიმიან შეხვედრაში 120-126 დამარცხდა.
ორივე გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდა მატჩს – მასპინძლებს სხვადასხვა სახის ტრავმების გამო არ ყავდათ მაკდერმოტი, გრეჰემი და ლანგფორდი, ხოლო სოჰანი 6 სათამაშო წუთის შემდეგ დაიმტვრა და შესაცვლელი გახდა.
სტუმრები სტივენ ადამსის, ბრენდონ კლარკის და ჯა მორანტის გარეშე ასპარეზობდნენ.
პირველ ტაიმში “სან-ანტონიომ” წალეკა მეტოქე – ბრანჰემმა, ვასელმა, ჯონსონმა და კოლინზმა შორი დისტანციებიდან დაბომბეს “გრიზლისის” კალათი და დიდ შესვენებაზე 23 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ 69:46.
“სპურსის” უპირატესობამ პიკს მესამე პერიოდში მიაღწია, როდესაც გრეგ პოპოვიჩის გუნდი 29 ქულიანი სხვასობით დაწინაურდა. თითქოს ინტრიგა მოკვდა და მასპინძლებს უპრობლემოდ უნდა მიეყვანათ მატჩი გამარჯვებამდე, თუმცა არა.
“მემფისს” დასაკარგი უკვე აღარაფერი ქონდა და გუნდმა ყველანაირი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე შეუტია. ჯარენ ჯექსონმა 3 წამიანი ზონიდან არაერთი ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს.
ძირითადი დროის დასრულებამდე 1 წუთით ადრე “სან-ანტონიო” 9 ქულას იგებდა, თუმცა მასპინძლებმა იმდენი “მოახერხეს”, რომ 60 წამშ ეს უპირატესობა გაფლანგეს და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა.
დამატებით დროში ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე “გრიზლის” მხარეს იყო და სტუმრებმა მატჩი საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანეს.
“მემფისმა” საკუთარ ფრენჩაიზ ისტორიაში ყველაზე დიდი “ქამბექი” შეასრულა – მესამე მეოთხედში 29 ქულას აგებდა და მატჩი მაინც მოიგო.
“სპურსის” რიგებში 23 წუთით “დაიტვირთა” სანდრო მამუკელაშვილი. ქართველმა კალათბურთელმა 6 ქულა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და მისთვის სარეკორდო 14 მოხსნა შეასრულა.
სან-ანტონიო – მემფისი 120:126 OT (35:26, 34:20, 24:35, 16:28, 11:17)
18 მარტი, 03.00, «AT&T Center»
სან-ანტონიო: ვასელი (25),კოლინზი (24 + 8 მოხსნა + 6 დაკარგვა), კ. ჯონსონი (21), ბრენემი (18), სოჰანი (3) – სასტარტო; ბეიტს-დიოპი (11), ჯონსი (8 + 9 პასი), მამუკელაშვილი (6 + 14 მოხსნა), უესლი (4), დიენგი (0), ბარლოუ (0).
მემფისი: ჯარენ ჯექსონი (28 + 4 დაფარება),ბეინი (21 + 8 მოხსნა + 7 პასი), ჯონსი (20 + 10 მოხსნა + 10 პასი), ბრუქსი (16), ტილმანი (12) – სასტარტო; კენარდი (13), ლოფტონი (11 + 7 მოხსნა), ალდამა (3), როდი (2), კონჩარი (0).