მანუ ჯინობილი – საუკეთესო NBA-ს ისტორიაში

მანუ ჯინობილი – საუკეთესო NBA-ს ისტორიაში

“სან-ანტონიოს” ლეგენდარული უკანახაზელი ემანუელ ჯინობილი საუკეთესოა NBA-ს ისტორიაში.

ვეტერან არგენტინელ კალათბურთელს ეკუთვნის რეკორდი, რომლის გაუმჯობესებაც ჯერჯერობით ვერავინ შეძლო – მანუმ NBA-ს კარიერის განმავლობაში ჩატარებული მატჩების 72,1% მოიგო, რაც საუკეთესო შედეგია იმ კალათბურთელთა შორის, რომელთაც ლიგაში მინიმუმ 100 ან მეტი მატჩი აქვთ გამართული.

null

შეგახსენებთ, რომ ჯონობილი “სან-ანტონიოსთან” ერთად ოთხჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი (2003, 2005, 2007, 2014). არგენტინელს ორჯერ აქვს ნათამაშები ყველა ვარსკვლავთა მატჩში.

გაცნობებთ, რომ 10 სექტემბერს “მანუს” ჯეიმს ნეისმიტის სახელობის კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანენ.

null

1996 წლიდან მოყოლებული NBA-ს სტატისტიკურმა დეპარტამენტმა დაიწყო არაერთი საკალათბურთო კომპონენტის სტატისტიკაში შეყვანა. ერთ ერთია – ფარს ქვემოდან, “ლეიაფით” თუ ვის რამდენი ბურთი აქვს ჩაგდებული კალათში და ვის აცილებული.

NBA-ში გატარებული 14 სეზონის განმავლობაში ყველაზე მეტი “ლეიაფი” ლოს ანჯელეს “ლეიკერსის” გამთამაშებელ რასელ ვესტბრუკს აქვს გაფუჭებული – 2898.

გასაკვირია, მაგრამ მეორე და მესამე ადგილზეც “ლეიკერსის” კალათბურთელები არიან – ლებრონ ჯეიმსი (2617) და კარმელო ენტონი (2563).

აღსანიშნავი ფაქტია, რომ მელომაც და ლებრონმაც უკვე 19-19 სეზონი გაატარეს NBA-ში.

null