მარიამ ბოლქვაძე ნახევარფინალშია

მარიამ ბოლქვაძე ნახევარფინალშია
მარიამ ბოლქვაძე

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გრძელდება ITF-ის W60 კატეგორიის ტურნირი, რომელზეც წარმატებით ასპარეზობს მარიამ ბოლქვაძე.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა 1/4 ფინალურ ეტაპზე 6:1 2:0 სძლია ბელარუს შალიმარ ტალბის და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

მარიამმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო, მარტივად შეასრულა ბრეიკი და 2:0 დაწინაურდა. მესამე გეიმში ბოლქვაძემ ზედიზედ 4 გათამაშება წააგო საკუთარი შეცდომების ფონზე და მეტოქეს უკუბრეიკის შესრულების უფლება მისცა 1:2.

null

ქართველმა ჩოგბურთელმა მალევე შეცვალა ტაქტიკა – ბურთი მარტივად გადაქონდა ბელორუსის ნახევარზე, ტალბი კი ძალიან ნერვიულობდა და შეცდომას სეცდომაზე უშვებდა.
ბოლქვაძემ მომდევნო 4 გეიმის მოგება 20 წუთში შეძლო და სეტის გამარჯვებით დაასრულა 6:1.

მეორე პარტიის სტარტიც ანალოგიური გამოვიდა – შალიმარი ცდილობდა აგრესიულად ეთამაშა, თუმცა მაღალი ტექნიკური წუნი მას ამის საშუალებას არ აძლევდა.
მარიამმა ჯერ მეტოქის ჩაწოდება აიღო, შემდეგ უპრობლემოდ მოიგო გეიმი საკუთარ ჩაწოდებაზე და 2:0 დაწინაურდა.

ბელარუს ჩოგბურთელს ყველანაირი იმედი გადაეწურა თამაშის გადარჩენის და მატჩი ნაადრევად შეწყვიტა.

null

ტურნირის ნახევარფინალში მარიამის მეტოქე იულია ჰატოუკა იქნება, რომელმაც თავისმხრივ 6:3 6:4 სძლია ანა კუბარევას .

შეგახსენებთ, რომ დღეს მარიამს ნურ-სულთანის ტურნირის ცენტრალურ კორტზე გამოსვლა კიდევ ერთხელ მოუწევს. ბოლქვაძე/კაბაჯის დუეტი წყვილთა თანრიგის 1/4 ფინალში ჰატოუკა/ლანსერის ტანდემს დაუპირისპირდება.