მარიამ ბოლქვაძის წარმატებული სტარტი უიმბლდონზე

მარიამ ბოლქვაძის წარმატებული სტარტი უიმბლდონზე

ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში სტარტი აიღო “უიმბლდონის” საკვალიფიკაციო ეტაპმა. პირველად თავის კარიერაში ეკა გორგოძე (N 112) კვალიფიკაციის გავლის გარეშე დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა, საქართველოს მეორე ჩოგანი მარიამ ბოლქვაძე კი 3 ეტაპიან საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო, საიდანაც პირველი უკვე წარმატებით გადალახა.

null

მარიამი ამ მომენტისთვის მსოფლიო რეიტინგში 189-ე ადგილს იკავებს, უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში კი მეტოქედ ამერიკელი ალისია პარკსი ერგო.

ბოლქვაძე მატჩის წინ უდავო აუტსაიდერად მიიჩნეოდა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა 21 წლის ამერიკელი ყველა საჩოგბურთო კომპონენტში დაჩაგრა და 68 წუთში 6:1 6:2 იმარჯვა.

უიმბლდონის კვალიფიკაციის ნახევარფინალში მარიამის მომდევნო მოწინააღმდეგე იანა ფეტი იქნება, რომელიც რეიტინგში 254-ე საფეხურს იკავებს. 25 წლის ხორვატმა ჩოგბურთელმა პირველ ეტაპზე ორმაეჩეას არანაირი შანსი არ დაუტოვა და 6:1 6:1 გაანადგურა.

null

ფეტი-ბოლქვაძის დაპირისპირების ფავორიტად ხორვატი მიიჩნევა, თუმცა მარიამი მშვენიერ ფორმაში იმყოფება და მისგან სასიამოვნო სურპრიზებს უნდა ველოდოთ.