მარინ ჩილიჩის მეოთხმოცე გამარჯვება ბალახის საფარზე

მარინ ჩილიჩის მეოთხმოცე გამარჯვება ბალახის საფარზე

მარინ ჩილიჩი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას ქვინს კლაბის ტურნირზე. 1/4 ფინალურ სტადიაზე ხორვატმა ჩოგბურთელმა 7:6 6:4 სძლია ემილ რუუსუვორის და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

პირველი სეტის მიმდინარეობისას მარინს მეოთხე და მერვე გეიმებში ჯამში 3 ბრეიკპოინტი ქონდა, თუმცა მათი რეალიზება ვერ შეძლო. ხორვატმა დაშვებული შეცდომები ტაიბრეიკზე “გამოასწორა”, რომელიც 7:2 მოიგო და პირველი პარტია სათავისოდ დაიტოვა 7:6.

null

ჩილიჩს მეორე სეტის სტარტი იდეალური გამოუვიდა – საწყისი 6 გეიმიდან 5 მოიგო (ორი ბრეიკი) და 5:1 დაწინაურდა. ფინელმა ჩოგბურთელმა გაიბრძოლა, როდესაც ერთი უკუბრეიკი შეასრულა, თუმცა მეტი ვეღარაფერი შეძლო – მარინმა 1 საათსა და 48 წუთში 7:6 6:4 იმარჯვა და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა.

ხორვატმა ჩოგბურთელმა კარიერაში მე-80 მატჩი მოიგო ბალახის საფარზე და ამ მაჩვენებლით მოქმედ ჩოგბურთელთა შორის მეხუთე ადგილზე.

1. როჯერ ფედერერი (192)

2. ენდი მარეი (114)

3. ნოვაკ ჯოკოვიჩი (102)

4. ფელიციანო ლოპესი (85)

5. მარინ ჩილიჩი (80)

ქვინს კლაბის 1/2 ფინალურ ეტაპზე მარინის მეტოქე სერბი ფილიპ კრაინოვიჩი იქნება, მეორე ნახევარფინალში ბერეტინი ვან დე ზანდშულპს დაუპირისპირდება.