მარკ გასოლი „ბარსელონაში“ გადადის

მარკ გასოლი „ბარსელონაში“ გადადის

„ლეიკერსმა“ და „მემფისმა“ შეათანხმეს ტრეიდი, რომლის შედეგადაც ესპანელი ცენტრი მარკ გასოლი „გრიზლის“ რიგებში გადადის – ინფორმაციას ავრცელებს ინსაიდერი ედრიან ვოჟნაროვსკი.

„მემფისი“ აპირებს რომ შემადგენლობიდან გარიცხოს 36 წლის ვეტერანი კალათბურთელი და საშუალება მისცეს მარკს, რათა მან შეძლოს ესპანეთში ოჯახთან დაბრუნება.

„გრიზლისი“ ლოს ანჯელესური კლუბისგან 2024 წლის დრაფტის მეორე რაუნდის პიკს და ფულად კომპენსაციას მიიღებს, „ლეიკერსში“ კი გაუშვებს ჩინელ ცენტრ ვან ჩჟელინს.

ამ ტრეიდის განხორციელების შედეგად კალიფორნიული კლუბი 10 მილიონი დოლარის ეკონომიას გააკეთებს.

null

ინსაიდერ მატეო ანდრიანის ინფორმაციით გასოლი მოლაპარაკების აქტიურ ფაზაშია შესული „ბარსელონასთან“ და ძალიან დიდი შანსია მარკმა კარიერა კატალონიურ გუნდში გააგრძელოს.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ ესპანელმა კალათბურთელმა განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელებას „ლეიკერსში“ აპირებდა, თუმცა მარკის გეგმები მას შემდეგ შეიცვალა, რაც კალიფორნიულმა კლუბმა დეანდრე ჯორდანი დაიმატა.

გასოლმა „ლეიკერსის“ რიგებში ერთი სეზონი ითამაშა, მისი სტატისტიკური მაჩვენებლები კი ასე გამოიყურებოდა 5 ქულა, 4.1 მოხსნა, 2.1 მოხსნა და 1.1 დაფარება საშუალოდ მატჩში.