მარცხი მსოფლიო რეიტინგის 346-ე ჩოგანთან

მარცხი მსოფლიო რეიტინგის 346-ე ჩოგანთან

ესპანეთის ქალაქ მალიორკაში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირმა. სამწუხაროდ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე რაუნდიდან გამოეთიშა ასპარეზობას ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველმა ჩოგბურთელმა 6:7 6:7 დათმო მატჩი მსოფლიოს 346-ე ჩოგანთან – მატს როზენკრახთან.

ნიკას წესით ტურნირის ძირითად ბადეში ეკუთვნოდა ადგილი, თუმცა ქართველმა მეტი სათამაშო პრაქტიკისთვის თვითონ ითხოვა MALLORCA CHAMPIONSHIP-ზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩართვა და სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება წარუმატებელი გამოდგა.

null

პირველ სეტში, ბასილაშვილს 2 ბრეიკპოინტი ქონდა მეხუთე გეიმში, თუმცა მათი რეალიზება ვერ შეძლო. პარტია ტაიბრეიკზე გადავიდა, სადაც გერმანელი უფრო წარმატებული აღმოჩნდა და 7:5 იმარჯვა.

მეორე სეტშიც ანალოგიურად განვითარდა მოვლენები – ნიკას ამჯერად მეოთხე გეიმში ქონდა ორი შანსი მეტოქის ჩაწოდების აღების, თუმცა არ გამოვიდა. ტაიბრეიკზე მატსმა ისევ უკეთესად იასპარეზა და “საჩოგბურთო ლატარეა” ამჯერად 7:4.

საქართველოს პირველი ჩოგანი მომდევნო კვირაში აღარსად ითამაშებს და მოემზადება უიმბლდონის ტურნირისთვის, რომელიც სტარტს 27 ივნისს აიღებს ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში.