მგლებმა დათვი დაგლიჯეს

10:33 / 17 ივლ 2021
მგლებმა დათვი დაგლიჯეს

რუსეთი-პორტუგალია 26:49

რუსეთი: 4ლ – გრესევი, გერასიმოვი, სილენკო, სიჩოვი. 3გ – კუშნარიოვი

სინბინი: ჩურაშოვი, ვავილინი

პორტუგალია: 6ლ – ეპლტონი, გრანატე, ლიმა, სიმოეში, პორტელა, საჯარიმო. 4გ,3ს – მარკეში.

სინბინი: მადეირა, დინისი

 

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგ ტურში, რომელიც ომავდროულად 2023 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირიცაა, რუსეთის ნაკრებმა ნიჟნი ნოვგოროდში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 26:49 წააგო.

პორტუგალიელებმა მატჩი შესანიშნავად დაიწყეს და მე-20 წუთისთვის უკვე 17:0 იგებდნენ.

რუსებმა ტაიმის მიწურულს ანგარიშის ექვს ქულამდე შემცირება შეძლეს – 14:20. შესვენების შემდეგ ლობუშები კიდევ უფრო სწრაფად ათამაშდნენ და ფეხმარდი უკანახაზელების წყალობით მასპინძლებს ოთხი ლელო გაუტანეს.

პორტუგალიის ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევის პირველი წრე სამი მოგებითა და ორი წაგებით დაასრულა და ბორჯღალოსნებს, რომლებიც 24 ქულით პირველ ადგილზე არიან ათი ქულით ჩამორჩებიან.

კიდევ ერთი შეხვედრა ესპანეთისა და ნიდერლანდების ნაკრებებს შორის გადაიდო.

 

სატურნირო მდგომარეობა

1. საქართველო – 24 ქულა, 2. პორტუგალია – 14, 3. რუმინეთი – 9, 4. რუსეთი – 4, 5. ესპანეთი – 2, 6. ნიდერლანდები – 0