“მეგონა, რომ ვეღარასდროს ვიბრძოლებდი” – მაკგრეგორმა ტრავმაზე ისაუბრა [VIDEO]

13:53 / 16 მარ 2023
“მეგონა, რომ ვეღარასდროს ვიბრძოლებდი” – მაკგრეგორმა ტრავმაზე ისაუბრა [VIDEO]

მაკგრეგორი ბრუნდება, თანაც მართლა – ამ დასკვნის გამოტანა გარდა ოფიციალური განცხადებებისა, მხოლოდ იმითაც შეგვიძლია, რომ კონორმა ბოლო დღეებში საკმაოდ ბევრ ინტერვიუში გამოჩნდა. გამოსარჩევი იყო არიელ ჰელვანისთან სტუმრობა, სადაც კონორმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ჰელვანიმ კონორს პორიესთან მიღებულ ტრავმაზეც ჰკითხა.

“იმ დროს მეგონა, რომ ბრძოლას ვეღარასდროს შევძლებდი. იმაზე არ მიფიქრია, გავილიდი ან სავარძელს მივეჯაჭვებოდი თუ არა სამუდამოდ – ამაზე არასდროს. რადგან სადა სურვილია, იქ ყველაფერი გამოვა. თუ რაღაც გინდა – აუცილებლად მოხდება. შეხედეთ ზაიონ კლარს, ჭიდაობის ჩემპიონს. მას ქვედატანი საერთოდ არ აქვს. ვუყურე მის MMA-ს დებიუტს, ის ხელებზე დადის თუმცა იმარჯვებს. მეც არასდროს შევწყვეტ ბრძოლას. კემპის დროს ფეხი ისედაც დაზიანებული მქონდა, კემპის დროს ფიქსატორში მქონდა, ვარჯიშის წინ ვიხსნიდი და ვვარჯიშობდი. ღმერს მადლობა ახლა ყველაფერი კარგადაა – ფეხს ვიყენებ, ძლიერად და სწრაფად ვურტყამ.”