მედვედევმა ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო

მედვედევმა ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო

გერმანიის ქალაქ ჰალეში დასრულდა ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ მატჩში ჰუბერტ ჰურკაჩმა 6:1 6:4 სძლია დანილ მედვედევს და კარიერაში პირველად მოიგო ტიტული ბალახის საფარზე.

null

მატჩის სტარტი პოლონელს იდეალური გამოუვიდა – ჰუბერტმა საწყისი 5 გეიმი მოიგო და 5:0 დაწინაურდა. მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა პირველ სეტში პრესტიჟის გეიმიღა მოიგო და 28 წუთში 1:6 წააგო.

მეორე პარტიის სტარტზე რუსის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა – დანილს მორიგი ნერვული აშლილობა დაეწყო, კიდევ ერთხელ დაუღრიალა საკუთარ მწვრთნელ ჟილ სერვარას, რასაც ის მოყვა, რომ ფრანგმა სპეციალისტმა ვეღარ აიტანა ამდენი შეურაცხყოფა და კორტი დატოვა.

ჰურკაჩი თავის საქმეს იდეალურად ასრულებდა – პოლონელმა მეორე სეტის სტარტზე ადრეული ბრეიკი შეასრულა და შემდეგ მშვიდად მიიყვანა შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე 6:1 6:4.

ჰურკაჩს კარიერაში 5 ფინალი აქვს ნათამაშები და ხუთივე მოგებული

2019 წელს უინსონ-სალემის ტურნირის ფინალში მოუგო ბენუა პერს

2021 წელს დელრეი-ბიჩის ტურნირის ფინალში მოუგო სებასტიან კორდას

2021 წელს მაიამის ტურნირის ფინალში მოუგო იანიკ სინერს

2021 წელს მეცის ტურნირის ფინალში მოუგო პაბლო კარენო-ბუსტას.

2022 წელს ჰალეს ტურნირის ფინალში მოუგო დანილ მედვედევს.

null

ჰალეს ტურნირის მოგების ფონზე,განახლებული რეიტინგით, პოლონელი ჩოგბურთელი  დაბრუნდება ტოპ 10-ში, გამოაძევებს რა იქიდან ქვინზ კლაბის ჩემპიონ მატეო ბერეტინის.

მიუხედავად ფინალში მარცხისა, დანილ მედვედევი მაინც შეინარჩუნებს პირველ ადგილს მსოფლიო რეიტინგში.

რუსმა ჩოგბურთელმა ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო, ბოლოს მედვედევმა 2021 წლის ამერიკის ღია პირველობა მოიგო.

უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში დანილმა ბალახის საფარზე 2 ტურნირის ფინალი წააგო და ორივე ერთნაირი ანგარიშით 1:6 4:6 (ჰერტოგენბოსხში ვან რაიტოვენთან, ჰალეში ჰურკაჩთან)