მედვედევმა ლოს-კაბოსის ტურნირი მოიგო

მედვედევმა ლოს-კაბოსის ტურნირი მოიგო

მექსიკურ ლოს-კაბოსში დასრულდა ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ მატჩში დანილ მედვედევმა 7:5 6:0 სძლია ტურნირის შარშანდელ გამარჯვებულ კამერონ ნორის და კარიერაში მე-14 ტიტული მოიგო.

null

შეხვედრის საწყისმა 4 გეიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა საკუთარ ჩაწოდებაზე ქულებს. მეხუთე გეიმიდან სიტუაცია შეიცვალა – დანილი ბევრად უფრო უკეთესად ათამაშდა მიღებაზე და პირველი ბრეიქიც შედგა 3:2.

ბრიტანელი ჩოგბურთელი დროულად გამოფხიზლდა და მომდევნო გეიმში მეტოქეს უკუბრეიკით უპასუხა 3:3.

რუსმა ჩოგბურთელმა “აღებული ტემპი” აღარ დააგდო და კიდევ ერთი ბრეიქის შესრულებით მალე სეტზე ჩაწოდების უფლებაც მოიპოვა 5:3.

კამერონმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და ანგარიში ამჯერადაც გაათანაბრა 5:5.

თითქოს ყველაფერი ტაიბრეიკზე უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა მოულოდნელად ბრიტანელს “დიდი ჩავარდნა” დაეწყო – ნორიმ ზედიზედ 8 გეიმი დათმო და მასთან ერთად მატჩიც 5:7 0:6.

null

ფინალური მატჩი 81 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში მედვედევის ანგარიშზე 5 ეისი, 1 ორმაგი შეცდომა და 6 ბრეიკი იყო. თავისმხრივ ბრიტანელმა ვერცერთი ეისი ვერ ჩააწოდა, 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა და ორჯერ მოიგო გეიმი მეტოქის ჩაწოდებაზე.

რუსმა ჩოგბურთელმა 2021 წლის US OPEN-ის შემდეგ პირველი ტურნირი მოიგო.

დანილს ზედიზედ 5 ფინალი ქონდა წაგებული და მან ეს უსიამოვნო სერიაც შეწყვიტა (პარიზი, შემაჯამებელი,ავსტრალიის ღია პირველობა, ჰერტოგენბოსხი, ჰალე).

მედვედევმა კარიერაში პირველად მოიგო ისეთი ტურნირი, სადაც თვითონ პირველ ნომრად იყო განთესილი.

ლოს-კაბოსის ტურნირის მსვლელობისას რუსმა ჩოგბურთელმა ყველა შეხვედრა სეტის წაუგებლად მოიგო.

null

მედვედევის გზა  ლოს კაბოსის ტურნირზე (2022)

მედვედევი – ჰიჯიკატა 6:4 6:3

მედვედევი – ბერანკისი 6:2 6:2

მედვედევი – კეჩმანოვიჩი 7:6 6:1

მედვედევი – ნორი 7:5 6:0