მედვედენკომ NBA-ს საჩემპიონო ბეჭდები გაყიდა

მედვედენკომ NBA-ს საჩემპიონო ბეჭდები გაყიდა

“ლეიკერსის” ყოფილმა კალათბურთელმა სტანისლავ მედვედენკომ აუქციონზე გაყიდა NBA-ს 2 საჩემპიონო ბეჭედი, რომლებიც მან კალიფორნიული კლუბში ასპარეზობისას მოიგო.

null

ბეჭდების ახალ მფლობელს თითოეულ მათგანში 126 767 ამერიკული დოლარის გადახდა მოუწია.

შეგახსენებთ, რომ სტანისლავ მედვედენკო ვეტერანი უკრაინელი კალათბურთელია, რომელმაც კობი ბრაიანტთან და შაკილ ონილთან ერთად 2001 და 2022 წლებში NBA-ს ჩემპიონობა ორჯერ მოიპოვა.

null

მედვედენკოს ქვეყანა ამჟამად ომს აწარმოებს რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ და კალათბურთელმა გადაწყვიტა საჩემპიონო ბეჭდების გაყიდვის შედეგად აღებული 250 000 დოლარით აღადგინოს საბრძოლო პერიოდში დაზიანებული სპორტული სკოლები.

სტანისლავს საკუთარი ფონდი აქვს – FLY HIGH GOUNDATION, რომელიც იზრუნებს ამ ინფრასტრუქტურის აღდგენაზე.