მერაბ დვალიშვილი ჟოზე ალდოს კარიერის დასრულებას გამოეხმაურა

01:16 / 20 სექ 2022
მერაბ დვალიშვილი ჟოზე ალდოს კარიერის დასრულებას გამოეხმაურა

UFC-ს ბრაზილიელმა ლეგენდამ, ჟოზე ალდომ, MMA-ს პროფესიონალური კარიერა დაასრულა. “რიოს მეფე” წლების მანძილზე იყო UFC-ს ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, მოგვიანებით მან ძალები სუპერმსუბუქ წონაში გამოსცადა, სადაც მეორე ქამრისკენ მიმავალ გზაზე მერაბ დვალიშვილთან დამარცხდა. სწორედ ქართველთან ბრძოლა აღმოჩნდა ბოლო ალდოს კარიერაში.

ინფორმაცია ალდოს კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით, თავდაპირველად მერაბმა გააჟღერა. არიელ ჰელვანის შოუში, დვალიშვილმა თქვა, რომ ბრძოლის შემდეგ, ალდოსთან დიალოგში, ბრაზილიელმა ახსენა რომ მისთვის უკვე ყველაფერი დასრულდა.

ამჯერად, მერაბი ალდოს ოფიციალურ კარიერის დასრულებას, ინსტაგრამზე გამოეხმაურა: “ჩემთვის დიდი პატივი იყო ოქტაგონის ლეგენდარულ ჟოზე ალდოსთან გაყოფა. მას საოცარი კარიერა ჰქონდა. ასევე ვულოცავ შვილის შეძენას, მის და მის ოჯახს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.”